May 25, 2026

რექტორის ბრძანება № 01-12

ქ. თბილისი                                                                                                              2026  წლის 25 მაისი

შპს  უნივერსიტეტი უნილეველის მედიცინის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებელად ღია კონკურსის გამოცხადების  შესახებ

 

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  34-ე მუხლის, 35-ე მუხლის 1-5 პუნქტების, შპს ,,უნივერსიტეტი უნილეველის წესდების“ მე-10 პუნქტის, „შპს უნივერსიტეტი უნილეველის დებულების“, ,,შპს უნივერსიტეტი უნილეველის აფილირებული აკადემიური პერსონალის შერჩევის, დატვირთვის და ანაზღაურების წესისა” და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის N 002-008 სამსახურებრივი ბარათის  საფუძველზე

 

ვბრძანებ:

 

  1. გამოცხადდეს ღია კონკურსი 2026 წლის 25 მაისს, შპს  უნივერისტეტი უნილეველის (შემდგომში – უნივერსიტეტი) მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე აკადემიური თანამდებობების დაკავების მიზნით, 13 (ცამეტ)  საშტატო ერთეულზე, ქვემოთ მითითებული მონაცემების შესაბამისად:

 

ა)  საბაზისო სამედიცინო დისციპლინები: პროფესორი – 1 (ერთი) საშტატო ერთეული,  ასოცირებული პროფესორი-1 (ერთი) საშტატო ერთეული, ასისტენტ-პროფესორი – 1 (ერთი) საშტატო ერთეული

 მიმართულებები

  • ანატომია
  • ფიზიოლოგია
  • ბიოქიმია
  • ჰისტოლოგია/ემბრიოლოგია
  • მოლეკულურიბიოლოგია
  • სამედიცინოფიზიკა/ბიოფიზიკა

ბ)  პრეკლინიკური დისციპლინები:  პროფესორი – 1 (ერთი) საშტატო ერთეული),  ასოცირებული პროფესორი – 1 (ერთი) საშტატო ერთეული, ასისტენტ-პროფესორი – 1 (ერთი) საშტატო ერთეული

მიმართულებები

  • პათოლოგია
  • ფარმაკოლოგია
  • მიკრობიოლოგია
  • იმუნოლოგია
  • კლინიკურიუნარები

 

გ) კლინიკური დისციპლინები:

 

გ.ა) პროფესორი – 1 (ერთი) საშტატო ერთეული

მიმართულებები

  • შინაგანი სნეულებები
  • ქირურგია (ზოგადი ქირურგია)
  • დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა ( პედიატრია/ მეანობა-გინეკოლოგია)

გ.ბ) ასოცირებული პროფესორი-1 (ერთი) საშტატო ერთეული, ასისტენტ-პროფესორი – 3 (სამი) საშტატო ერთეული, ასისტენტი – 2 (ორი) საშტატო ერთეული

მიმართულებები

  • შინაგანიმედიცინა
  • ქირურგია
  • პედიატრია
  • მეანობადაგინეკოლოგია
  • ნევროლოგია
  • ფსიქიატრია
  • კარდიოლოგია
  • ანესთეზიოლოგიადარეანიმაცია
  • საოჯახომედიცინა
  • ინფექციურიდაავადებები
  • დერმატოლოგია
  • ენდოკრინოლოგია
  • კარდიოლოგია
  • გასტროენტეროლოგია
  • ოფთალმოლოგია
  • ოტორინოლარინგოლოგია
  • ტრავმატოლოგიადაორთოპედია
  • უროლოგია
  • ონკოლოგია
  • გადაუდებელიმედიცინა
  • რადიოლოგია
  1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატის მიერ ელექტრონულად წარმოსადგენ დოკუმენტაციად განისაზღვროს:
  • პირადი განცხადება (ბრძანების დანართი N1);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • CV (რეზიუმე), სადაც მითითებული იქნება გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი;
  • შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სპეციალობის სერტიფიკატი (კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში);
  • სსიპ – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობები ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ’’ და „უფლების ჩამორთმევის შესახებ“ ;
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
  • ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც კანდიდატის აზრით საუკეთესოდ წარმოაჩენს მის კვლევით უნარებს.

 

  1. კონკურსში მონაწილე კანდიდატთა პირადი მონაცემების შეფასება მოხდეს უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით შექმნილი საკონკურსო კომისიის მიერ.  გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში იქნას მიღებული შემდეგი ძირითადი კრიტერიუმები:

 

ა) პროფესორი

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს:
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 (ექვსი) წლის გამოცდილება;
  • კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში – დამატებით სპეციალობის სერტიფიკატი და სულ მცირე ბოლო 9 (ცხრა) წელი კლინიკური გამოცდილება.
  • სამეცნიერო პუბლიკაციების რაოდენობა და ხარისხი (განსაკუთრებით ბოლო 5 წლის განმავლობაში.

 

ბ) ასოცირებული პროფესორი

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
  • კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში – დამატებით სპეციალობის სერტიფიკატი და სულ მცირე ბოლო 5 წელი კლინიკური გამოცდილება;
  • სამეცნიერო პუბლიკაციების რაოდენობა და ხარისხი (განსაკუთრებით ბოლო 5 წლის განმავლობაში).

 

გ) ასისტენტ-პროფესორი

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში – დამატებით სპეციალობის სერტიფიკატი და სულ მცირე ბოლო 3 წელი კლინიკური გამოცდილება;
  • სამეცნიერო პუბლიკაციების რაოდენობა და ხარისხი (განსაკუთრებით ბოლო 5 წლის განმავლობაში)

 

დ) ასისტენტი

შესაბამისი მიმართულების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი.

 

დამატებითი მოთხოვნები: ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე)  ჩაითვლება პრიორიტეტად.

 

  1. კონკურსი უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.
  2. საკონკურსო განცხადება გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე www.unilevel.ge და www.jobs.ge-ზე.
  3. საკონკურსო განცხადებების მიღება მოხდეს 2026 წლის 26 ივნისიდან 30 ივნისისს  ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: info@unilevel.ge, hr@unilevel.ge .
  4. კონკურსის ეტაპები:
  • პირველი ეტაპი – საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტთა დოკუმენტაციის პირველადი შეფასება, 2026 წლის 1-2 ივლისი;
  • მეორე ეტაპი – დოკუმენტაციის შედეგად შერჩეულ კონკურსანტებთან გასაუბრება, 2026 წლის 3-6 ივლისი;
  • მესამე ეტაპი – საჩვენებელი ლექცია–პრეზენტაცია, 2026 წლის 7– 10 ივლისი;
  • მეოთხე ეტაპი – პირველადი გადაწყვეტილების მიღება, 2026 წლის 13-14 ივლისი;
  • მეხუთე ეტაპი- გასაჩივრების ვადა, 2026 წლის 15-16 ივლისი;
  • მეექვსე ეტაპი- საჩივრების განხილვა, 17 ივლისი;
  • მეშვიდე ეტაპი- საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, 20 ივლისი.
  1. კონკურსის შედეგები გამოცხადდეს 2026 წლის 21 ივლისს, უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე www.unilevel.ge .
  2. კონკურსანტის მიერ გამოგზავნილი საკონკურსო დოკუმენტები დამუშავდეს ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესის დაცვით, მხოლოდ წინამდებარე ბრძანებიდან გამომდინარე მიზნობრიობით.
  3. დაევალოს უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ამ ბრძანებისა და საკონკურსო განცხადების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
  4. დაევალოს უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს საკონკურსო განცხადების ვებგვერდზე – www.jobs.ge განთავსება
  5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
  6. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცემიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

 

 

რექტორი

გოჩა ჩუტკერაშვილი