September 19, 2025

ქ. თბილისი 2025 წლის 19 სექტემბერი

გიორგი გოგოლაძე

შპს ,,უნილეველის“ მედიცინის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებელად ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის, 35-ე მუხლის 1-5 პუნქტების, შპს ,,უნილეველის“ წესდების მე-10 პუნქტის, შპს უნილეველის დებულებისა და ,,შპს უნილეველის აკადემიური პერსონალის შერჩევის, დატვირთვის და ანაზღაურების წესის” საფუძველზე
ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს ღია კონკურსი 2025 წლის 19 სექტემბრიდან შპს ,,უნილეველის“ (შემდგომში – უნივერსიტეტი) მედიცინის ფაკულტეტზე, 37 (ოცდაჩვიდმეტ) საშტატო ერთეულზე:

· პროფესორი – 11 (თერთმეტი)საშტატო ერთეული;

· ასოცირებული პროფესორი – 5 (ხუთი) საშტატო ერთეული;

· ასისტენტ-პროფესორი – 5 (ხუთი) საშტატო ერთეული;

· ასისტენტი – 16 (თექვსმეტი) საშტატო ერთეული.

ა) აკადემიური თანამდებობა – პროფესორი:

· საბაზისო მიმართულებები (ანატომია, ჰისტოლოგია, ფიზილოგია, ბიოლოგია,ქიმია,

ბიოქიმია, ბიოფიზიკა) – 2(ორი) საშტატო ერთეული;

· პრეკლინიკური მიმართულებები : (კლინიკური უნარები, მიკრობიოლოგია, პათოლოგია,

ფარმაკოლოგია, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი) – 1 (ერთი) საშტატო ერთეული;

· კლინიკური მიმართულებები (შინაგანი სნეულებები, ზოგადი ქირურგია, ტრავმატოლოგია, ნეიროქირურგია, ონკოლოგია, მეანობა და გინეკოლოგია, პედიატრია, ფსიქიატრია, ალერგოლოგია, დერმატოვენეროლოგია, ოტორინოლარინგოლოგია, უროლოგია, რევმატოლოგია, ნევროლოგია, რადიოლოგია, ენდოკრინოლოგია, ოფთალმოლოგია, ჰემატოლოგია, რეანიმაცია-ანესთეზიოლოგია, ანგიოქირურგია, კარდიოქირურგია, გადაუდებელი დახმარება, ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია) – 8 (რვა) საშტატო ერთეული.

ბ) აკადემიური თანამდებობა – ასოცირებული პროფესორი:

· საბაზისო მიმართულებები (ანატომია, ჰისტოლოგია, ფიზილოგია, ბიოლოგია,ქიმია,

ბიოქიმია, ბიოფიზიკა) – 1 (ერთი) საშტატო ერთეული;

· პრეკლინიკური მიმართულებები (კლინიკური უნარები, მიკრობიოლოგია, პათოლოგია,

ფარმაკოლოგია, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი) – 1 (ერთი) საშტატო ერთეული;

· კლინიკური მიმართულებები (შინაგანი სნეულებები, ზოგადი ქირურგია, ტრავმატოლოგია, ნეიროქირურგია, ონკოლოგია, მეანობა და გინეკოლოგია, პედიატრია, ფსიქიატრია, ალერგოლოგია, დერმატოვენეროლოგია, ოტორინოლარინგოლოგია, უროლოგია, რევმატოლოგია, ნევროლოგია, რადიოლოგია, ენდოკრინოლოგია, ოფთალმოლოგია, ჰემატოლოგია, რეანიმაცია-ანესთეზიოლოგია, ანგიოქირურგია, კარდიოქირურგია, გადაუდებელი დახმარება, ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია) – 3 (სამი) საშტატო ერთეული.

გ) აკადემიური თანამდებობა – ასისტენტ-პროფესორი:

· საბაზისო მიმართულებები (ანატომია, ჰისტოლოგია, ფიზილოგია, ბიოლოგია,ქიმია,

ბიოქიმია, ბიოფიზიკა) – 1 (ერთი) საშტატო ერთეული;

· პრეკლინიკური მიმართულებები (კლინიკური უნარები, მიკრობიოლოგია, პათოლოგია,

ფარმაკოლოგია, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი) – 1 (ერთი) საშტატო ერთეული;

· კლინიკური მიმართულებები (შინაგანი სნეულებები, ზოგადი ქირურგია, ტრავმატოლოგია, ნეიროქირურგია, ონკოლოგია, მეანობა და გინეკოლოგია, პედიატრია, ფსიქიატრია, ალერგოლოგია, დერმატოვენეროლოგია, ოტორინოლარინგოლოგია, უროლოგია, რევმატოლოგია, ნევროლოგია, რადიოლოგია, ენდოკრინოლოგია, ოფთალმოლოგია, ჰემატოლოგია, რეანიმაცია-ანესთეზიოლოგია, ანგიოქირურგია, კარდიოქირურგია, გადაუდებელი დახმარება, ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია) – 3 (სამი) საშტატო ერთეული.

დ) აკადემიური თანამდებობა – ასისტენტი:

· საბაზისო მიმართულებები (ანატომია, ჰისტოლოგია, ფიზილოგია, ბიოლოგია,ქიმია,

ბიოქიმია, ბიოფიზიკა) – 2 (ორი) საშტატო ერთეული;

· პრეკლინიკური მიმართულებები (კლინიკური უნარები, მიკრობიოლოგია, პათოლოგია,

ფარმაკოლოგია, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი) – 3 (სამი) საშტატო ერთეული;

· კლინიკური მიმართულებები (შინაგანი სნეულებები, ზოგადი ქირურგია, ტრავმატოლოგია, ნეიროქირურგია, ონკოლოგია, მეანობა და გინეკოლოგია, პედიატრია, ფსიქიატრია, ალერგოლოგია, დერმატოვენეროლოგია, ოტორინოლარინგოლოგია, უროლოგია, რევმატოლოგია, ნევროლოგია, რადიოლოგია, ენდოკრინოლოგია, ოფთალმოლოგია, ჰემატოლოგია, რეანიმაცია-ანესთეზიოლოგია, ანგიოქირურგია, კარდიოქირურგია, გადაუდებელი დახმარება, ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია) – 11 (თერთმეტი) საშტატო ერთეული.

2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატის მიერ ელექტრონულად წარმოსადგენ დოკუმენტაციად განისაზღვროს:

· პირადი განცხადება (ბრძანების დანართი N1);

· პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

· CV (რეზიუმე), სადაც მითითებული იქნება გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი;

· შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

· სპეციალობის სერტიფიკატი (კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში);

· ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი;

· სსიპ – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობები ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ’’ და „უფლების ჩამორთმევის შესახებ “.

3. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დასაკმაყოფილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვროს შემდეგნაირად:

ა) პროფესორი – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს:

· სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 (ექვსი) წლის გამოცდილება;

· კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში – დამატებით სპეციალობის სერტიფიკატი და სულ მცირე ბოლო 9 (ცხრა) წელი კლინიკური გამოცდილება.

ბ) ასოცირებული პროფესორი – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს:

· სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

· კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში – დამატებით სპეციალობის სერტიფიკატი და სულ მცირე ბოლო 5 წელი კლინიკური გამოცდილება.

გ) ასისტენტ-პროფესორი – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს:

· კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში – დამატებით სპეციალობის სერტიფიკატი და სულ მცირე ბოლო 3 წელი კლინიკური გამოცდილება.

დ) ასისტენტი – დოქტორანტი (მედიცინის სადოქტორო პროგრამის ან კლინიკური მიმართულებით).

დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

· ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების სულ მცირე 3 წლის გამოცდილება

ან

· საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის განხორციელება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში

ან

· საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში

ან

· ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულება (დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტით); ან ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი მინიმუმ B2 დონის (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.).

4. კონკურსი უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.

5. კონკურსში მონაწილე კანდიდატთა პირადი მონაცემების შეფასება მოხდეს უნივერსიტეტის კანცლერის ბრძანებით შექმნილი საკონკურსო კომისიის მიერ.

6. საკონკურსო განცხადება გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე www.unilevel.ge და www.jobs.ge-ზე.

7. საკონკურსო განცხადებების მიღება იწარმოოს ელექტრონულად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@unilevel.ge, hr@unilevel.ge .

8. კონკურსი ჩატარდეს სამ ეტაპად:

· პირველი ეტაპი – საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტთა დოკუმენტაციის პირველადი შეფასება (2025 წლის 20– 21 ოქტომბერი);

· მეორე ეტაპი – დოკუმენტაციის შედეგად შერჩეულ კონკურსანტებთან გასაუბრება (2025 წლის 21 – 23 ოქტომბერი),

· მესამე ეტაპი – საჩვენებელი ლექცია–პრეზენტაცია (2025 წლის 24 – 27 ოქტომბერი);

· მეოთხე ეტაპისაბოლოო გადაწყვეტილების მიღება (2025 წლის 27 ოქტომბერი), უნივერსიტეტის კანცლერის ბრძანებით აკადემიურ თანამდებობაზე განწესება 2025 წლის 28 ოქტომერი;

9. საკონკურსო დოკუმენტების მიღება შეწყდეს 2025 წლის 20 ოქტომბრის 14:00 საათზე.

10. კონკურსის შედეგები გამოცხადდეს 2025 წლის 28 ოქტომბერს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზეwww.unilevel.ge .

11. კონკურსანტის მიერ გამოგზავნილი საკონკურსო დოკუმენტები დამუშავდეს ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესის დაცვით, მხოლოდ წინამდებარე ბრძანებიდან გამომდინარე მიზნობრიობით.

12. დაევალოს უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს, ამ ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.

13. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

14. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცემიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

შპს ,,უნილეველი“-ს კანცლერი

გიორგი გოგოლაძე

ბრძანება
დანართი