October 16, 2025

რექტორის ბრძანება № 01-4

ქ. თბილისი
2025 წლის 16 ოქტომბერი

შპს „უნილეველის“ მედიცინის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ“ შპს „უნილეველის“ კანცლერის 2025 წლის 19 სექტემბრის N01-02 ბრძანებით განსაზღვრული აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატთა შერჩევის მიზნით საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, შპს „უნივერსიტეტი უნილეველის“ წესდების, „შპს უნივერსიტეტი უნილეველის დებულებისა“, შპს „უნივერსიტეტი უნილეველის აკადემიური პერსონალის შერჩევის, დატვირთვის და ანაზღაურების წესის“, „შპს „უნილეველის“ მედიცინის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ“ – შპს „უნილეველის“ კანცლერის 2025 წლის 19 სექტემბრის N01-02 ბრძანების საფუძველზე
ვბრძანებ

პს „უნივერსიტეტი უნილეველ“-ში (შემდგომში – უნივერსიტეტი) შეიქმნას საკონკურსო კომისია „შპს „უნილეველის“ მედიცინის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ“ შპს „უნილეველის“ კანცლერის 2025 წლის 19 სექტემბრის N01-02 ბრძანებით განსაზღვრული აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატთა შერჩევის მიზნით შემდეგი შემადგენლობით:

ა) ნინა ინაური – უნივერსიტეტის კანცლერი;
ბ) ნინო ჭიჭივეიშვილი – უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
გ) თამთა უგულავა – უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი.

აევალოს ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ საკონკურსო კომისიას კონკურსის გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპით წარმართვა. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
შპს „უნივერსიტეტი უნილეველის“ რექტორი
გოჩა ჩუტკერაშვილი

+995 577 441 991 ☑ universityunilevel@gmail.com

ბრძანება