October 28, 2025

ქ. თბილისი 2025 წლის 28 ოქტომბერი

„შპს „უნილეველის“ მედიცინის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ“ შპს „უნილეველის“ კანცლერის 2025 წლის 19 სექტემბრის N01-02 ბრძანებით გამოცხადებული ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებელი ღია კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, შპს „უნივერსიტეტი უნილეველის“ წესდების, „შპს უნივერსიტეტი უნილეველის დებულების“, შპს „უნივერსიტეტი უნილეველის აკადემიური პერსონალის შერჩევის, დატვირთვის და ანაზღაურების წესის“, „შპს „უნილეველის“ მედიცინის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ“ შპს „უნილეველის“ კანცლერის 2025 წლის 19 სექტემბრის N01-02 ბრძანების, შპს „უნივერსიტეტი უნილეველის’” რექტორის 2025 წლის 16 ოქტომბრის N 01- 4 ბრძანების პირველი პუნქტით დამტიცებული დროებითი საკონკურსო კომისიის 2025 წლის 27ოქტომბრის N4 ოქმის საფუძველზე

ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „შპს „უნილეველის“ მედიცინის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ“ შპს „უნილეველის“ კანცლერის 2025 წლის 19 სექტემბრის N01-02 ბრძანებით გამოცხადებული აკადემიური თანამდებობის დასაკავებელი ღია კონკურსის შედეგები ამ ბრძანების დანართი N1-ის შესაბამისად.
2. დარჩეს ვაკანტურად ის საშტატო ერთეულები, რომლებზეც კონკურსის შედეგად კანდიდატები ვერ შეირჩა.
3. დაევალოს უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის გაცნობა.
4. დაევალოს უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსება.
5. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
6. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

შპს „უნივერსიტეტი უნილეველის“ რექტორი
გოჩა ჩუტკერაშვილი

დანართი N1
1. დავით აფხაზავა – პროფესორი – ბიოფიზიკა, მოლეკულური ბიოლოგია;
2. ნატალია დაჩანიძე – პროფესორი – ბიოქიმია;
3. თეიმურაზ მიქელაძე – პროფესორი – პედიატრია
4. მამუკა ჩხაიძე -პროფესორი – ანესთეზიოლოგია, რეანიმატოლოგია;
5. ლიკა ჯვარშეიშვილი – პროფესორი – რადიოლოგია;
6. ანნა რეხვიაშვილი – პროფესორი – შინაგანი სნეულებები;
7. ბაია ბეზარაშვილი – პროფესორი – ალერგოლოგია;
8. მარიამ ველიჯანაშვილი – პროფესორი – ანატომია;
9. გიორგი სიხარულიძე – პროფესორი – ფსიქიატრია;
10. ირაკლი ჭელიშვილი – პროფესორი – ნეიროქირურგია.
11. აკაკი სარიშვილი – პროფესორი – შინაგანი მედიცინა
12. თამარ კიკნაძე – ასოცირებული პროფესორი – მეანობა;
13. ქეთევან ბურდულაძე – ასოცირებული პროფესორი – ანესთეზია, რეანიმატოლოგია;
14. ზაზა მეზვრიშვილი – ასოცირებული პროფესორი – უროლოგია, ნეფროლოგია;
15. მაია ხუბუა – ასოცირებული პროფესორი -ენდოკრინოლოგია;
16. დავით სხირტლაძე – ასოცირებული პროფესორი – პათოლოგ
17. მარიამ კაპანაძე – ასოცირებული პროფესორი – ჯანდაცვა;
18. სალომე ბარბაქაძე – ასოცირებული პროფესორი – მიკრობიოლოგია;
19. თამარ ძოწენიძე – ასისტენტ-პროფესორი – გინეკოლოგია;
20. ნინო ყურაშვილი – ასისტენტი – ეპიდემიოლოგია;
21. ირაკლი სიმონია – ასისტენტი – კლინიკური უნარები;
22. ნინო ვარდიაშვილი – ასისტენტი – ონკოლოგია, პერსონალიზირებული მედიცინა;
23. გრიგოლ ჭაჭია _ ასისტენტი – კლინიკური უნარები;
24. ნანა ქაჯაია – ასისტენტი – რევმატოლოგია;
25. ალექსანდრე წერეთელი – ასისტენტი – ფიზიოლოგია;
26. სალომე გვიდიანი – ასისტენტი – ჰისტოლოგია;
27. თეა ადამია – ასისტენტი – რეაბილიტაცია;
28. ლევან ქოიავა – ასისტენტი – ქირურგია;
29. ბაქარი ქორჩილავა – ასისტენტი – გენეტიკა;

ბრძანება