May 25, 2026
ბრძანება № 01-5
2026 წლის 25 მაისი
ქ. თბილისი
შპს ,,უნივერსიტეტი უნილეველი”-ს მედიცინის ფაკულტეტზე, მედიცინის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებელად ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის, 35-ე მუხლის პირველი-მე-5 პუნქტების, შპს ,,უნივერსიტეტი უნილეველი”-ს წესდების მე-11 პუნქტის, შპს ,,უნივერსიტეტი უნილეველი”-ს დებულების“ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის, შპს ,,უნივერსიტეტი უნილეველი”-ს აფილირებული აკადემიური პერსონალის შერჩევის, დატვირთვის და ანაზღაურების წესის” მე-6 მუხლის, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2026 წლის 19 მაისის N 06/2026 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,
ვბრძანებ:
გამოცხადდეს ღია კონკურსი შპს ,,უნივერისტეტი უნილეველი”-ს (შემდგომში – უნივერსიტეტი) მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე აკადემიური თანამდებობების დაკავების მიზნით, 23 (ოცდასამ) საშტატო ერთეულზე, ქვემოთ მითითებული მონაცემების შესაბამისად:
ა) საბაზისო სამედიცინო დისციპლინები: ასოცირებული პროფესორი – 2 (ორი) საშტატო ერთეული, ასისტენტ-პროფესორი – 2 (ორი) საშტატო ერთეული
მიმართულებები:
- ანატომია;
- ფიზიოლოგია;
- ჰისტოლოგია/ემბრიოლოგია;
- სამედიცინო ფიზიკა/ბიოფიზიკა.
ბ) პრეკლინიკური დისციპლინები: ასისტენტ-პროფესორი – 2 (ორი) საშტატო ერთეული
მიმართულებები:
- მიკრობიოლოგია;
- იმუნოლოგია;
- კლინიკური უნარები.
გ) კლინიკური დისციპლინები:
გ.ა) პროფესორი – 1 (ერთი) საშტატო ერთეული
მიმართულებები:
- ქირურგია (ზოგადი ქირურგია);
- პედიატრია;
გ.ბ) ასოცირებული პროფესორი – 5 (ხუთი) საშტატო ერთეული, ასისტენტ-პროფესორი – 9 (ცხრა) საშტატო ერთეული, ასისტენტი – 2 (ორი) საშტატო ერთეული
მიმართულებები:
- ზოგადი ქირურგია;
- კარდიო ქირურგია;
- ანგიო ქირურგია;
- შინაგანი სნეულებები;
- ნევროლოგია;
- ფსიქიატრია;
- კარდიოლოგია;
- პულმონოლოგია;
- გასტროენტეროლოგია;
- ანესთეზიოლოგია და რეანიმაცია;
- საოჯახო მედიცინა;
- ინფექციური დაავადებები;
- დერმატოლოგია;
- ოფთალმოლოგია;
- ოტორინოლარინგოლოგია;
- ტრავმატოლოგია და ორთოპედია;
- უროლოგია;
- ონკოლოგია;
- გადაუდებელი მედიცინა.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატის მიერ ელექტრონულად წარმოსადგენ დოკუმენტაციად განისაზღვროს:
- პირადი განცხადება (ბრძანების დანართი N1);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- CV (რეზიუმე) ქართულ და ინგლისურ ენებზე, სადაც მითითებული იქნება გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი;
- შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- სპეციალობის სერტიფიკატი (კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში);
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი;
- ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც კანდიდატის აზრით საუკეთესოდ წარმოაჩენს მის კვლევით უნარებს;
- სამეცნიერო – პედაგოგიური საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- კლინიკური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში).
შერჩეულმა კანდიდატმა დამატებით უნდა წარმოადგინოს სსიპ – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობები ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ’’ და „უფლების ჩამორთმევის შესახებ“.
კონკურსში მონაწილე კანდიდატთა პირადი მონაცემების შეფასება მოხდეს უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით შექმნილი საკონკურსო კომისიის მიერ. გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში იქნას მიღებული შემდეგი ძირითადი კრიტერიუმები:
ა) პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავებისათვის, კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 (ექვსი) წლის გამოცდილება;
- კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში – დამატებით სპეციალობის სერტიფიკატი და სულ მცირე ბოლო 9 (ცხრა) წელი კლინიკური გამოცდილება;
- სამეცნიერო პუბლიკაციების რაოდენობა და ხარისხი (ბოლო 5 წლის განმავლობაში).
ბ) ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავებისათვის, კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის გამოცდილება;
- კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში – დამატებით სპეციალობის სერტიფიკატი და სულ მცირე ბოლო 5 (ხუთი) წელი კლინიკური გამოცდილება;
- სამეცნიერო პუბლიკაციების რაოდენობა და ხარისხი (ბოლო 5 წლის განმავლობაში).
გ) ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავებისათვის, კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში – დამატებით სპეციალობის სერტიფიკატი და სულ მცირე ბოლო 3 (სამი) წელი კლინიკური გამოცდილება;
- სამეცნიერო პუბლიკაციების რაოდენობა და ხარისხი (ბოლო 5 წლის განმავლობაში).
დ) ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დაკავებისათვის, კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
- შესაბამისი მიმართულების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი.
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების სულ მცირე 3 (სამი) წლის გამოცდილება;
- ან საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის განხორციელება არანაკლებ 1 (ერთი) წლის განმავლობაში;
- ან საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელება არანაკლებ 1 (ერთი) წლის განვავლობაში;
- ან ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულება (დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტით) ან ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი მინიმუმ B2 დონის (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.).
კონკურსი უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.
საკონკურსო განცხადება გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე www.unilevel.ge და www.jobs.ge-ზე.
საკონკურსო განცხადებების მიღება მოხდეს 2026 წლის 26 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: info@unilevel.ge, hr@unilevel.ge.
კონკურსის ეტაპები:
- პირველი ეტაპი – საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტთა დოკუმენტაციის პირველადი შეფასება: 2026 წლის 1-2 ივლისი;
- მეორე ეტაპი – დოკუმენტაციის შედეგად შერჩეულ კონკურსანტებთან გასაუბრება: 2026 წლის 3-6 ივლისი;
- მესამე ეტაპი – საჩვენებელი ლექცია–პრეზენტაცია: 2026 წლის 7–10 ივლისი;
- მეოთხე ეტაპი – საბოლოო გადაწყვეტილების მიღება: 2026 წლის 20 ივლისი.
კანდიდატი უფლებამოსილია გაასაჩივროს კონკურსის შედეგები უნივერსიტეტის რექტორის მიერ შექმნილ სააპელაციო საბჭოში, ამ ბრძანების მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გასაჩივრების პერიოდში, info@unilevel.ge წერილობითი ფორმით საჩივრის წარმოდგენის გზით.
კონკურსის შედეგები გამოცხადდეს 2026 წლის 21 ივლისს, უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე www.unilevel.ge.
კონკურსანტის მიერ გამოგზავნილი საკონკურსო დოკუმენტები დამუშავდეს ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესის დაცვით, მხოლოდ წინამდებარე ბრძანებიდან გამომდინარე მიზნობრიობით.
დაევალოს უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ამ ბრძანებისა და საკონკურსო განცხადების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
დაევალოს უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს საკონკურსო განცხადების ვებგვერდზე – www.jobs.ge განთავსება.
ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
რექტორი
გოჩა ჩუტკერაშვილი