• მთავარი
  • >
  • კანდიდატის პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ

კანდიდატის პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ

 

შპს „უნივერსიტეტი უნილეველი“ თქვენ მიერ წარმოდგენილ მონაცემებს ამუშავებს კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაფასებლად, თქვენთან დასაკავშირებლად, შერჩევის ჩასატარებლად და გადაწყვეტილების მისაღებად.

დამუშავების საფუძველია თქვენი მოთხოვნით შრომითი ხელშეკრულების დასადებად საჭირო მოქმედებების განხორციელება, ხოლო კანონით გათვალისწინებული კონკურსის შემთხვევაში – შესაბამისი სამართლებრივი ვალდებულებების შესრულებაც. შერჩევისთვის აუცილებელი მონაცემების მიუწოდებლობამ შესაძლოა კანდიდატურის განხილვა შეუძლებელი გახადოს.

მონაცემებზე წვდომა ექნებათ ადამიანური რესურსების სამსახურს, შესაბამისი კომისიის წევრებსა და გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილ პირებს, მათი ფუნქციებისთვის აუცილებელი მოცულობით.

არაშერჩეული კანდიდატების მონაცემები შეინახება შერჩევის დასრულებიდან 1 წლის ვადით, შემდეგ კი წაიშლება ან განადგურდება, თუ შემდგომი შენახვის სხვა კანონიერი საფუძველი არ არსებობს. დასაქმებულ კანდიდატს მონაცემების შემდგომი დამუშავების პირობები ცალკე ეცნობება. მომავალ ვაკანსიებზე განხილვისთვის მონაცემთა შენახვაზე თანხმობა ცალკე მოითხოვება.

კანონით გათვალისწინებული პირობებით, შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია და მონაცემების ასლი, მოითხოვოთ შესწორება, წაშლა, დაბლოკვა ან დამუშავების შეწყვეტა; თანხმობაზე დაფუძნებული დამუშავებისას – გამოიხმოთ თანხმობა. უფლებების დასაცავად შეგიძლიათ მიმართოთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ან სასამართლოს.

უნივერსიტეტის საკონტაქტო ინფორმაცია:

თბილისი, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩა №4;

info@unilevel.ge.

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი:

თამარ ჯანელიძე

ტელ.: 555 355 868 

tjanelidze@gmail.com