May 25, 2026

რექტორის ბრძანება № 01-11

ქ. თბილისი                                                                                                              2026  წლის 25 მაისი

შპს  უნივერსიტეტი უნილეველის მედიცინის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებელად ღია კონკურსის გამოცხადების  შესახებ

 

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  34-ე მუხლის, 35-ე მუხლის 1-5 პუნქტების, შპს ,,უნივერსიტეტი უნილეველის წესდების“ მე-10 პუნქტის, „შპს უნივერსიტეტი უნილეველის დებულების“, ,,შპს უნივერსიტეტი უნილეველის აფილირებული აკადემიური პერსონალის შერჩევის, დატვირთვის და ანაზღაურების წესისა” და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის N 002-008 სამსახურებრივი ბარათის  საფუძველზე

 

ვბრძანებ:

 

  1. გამოცხადდეს ღია კონკურსი 2026 წლის 25 მაისს, შპს  უნივერისტეტი უნილეველის (შემდგომში – უნივერსიტეტი) მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე   აკადემიური თანამდებობების დაკავების მიზნით, 23 (ოცდასამ)  საშტატო ერთეულზე, ქვემოთ მითითებული მონაცემების შესაბამისად:

 

ა)  საბაზისო სამედიცინო დისციპლინები: ასოცირებული პროფესორი-2 (ორი) საშტატო ერთეული, ასისტენტ-პროფესორი – 2 (ორი) საშტატო ერთეული

 მიმართულებები

  • ანატომია
  • ფიზიოლოგია
  • ჰისტოლოგია/ემბრიოლოგია
  • სამედიცინოფიზიკა/ბიოფიზიკა

ბ)  პრეკლინიკური დისციპლინები:  ასისტენტ-პროფესორი – 2 (ორი) საშტატო ერთეული

მიმართულებები

  • მიკრობიოლოგია
  • იმუნოლოგია
  • კლინიკურიუნარები

 

გ) კლინიკური დისციპლინები:

გ.ა) პროფესორი – 1 (ერთი) საშტატო ერთეული

მიმართულებები

  • ქირურგია (ზოგადი ქირურგია)
  • პედიატრია

გ.ბ) ასოცირებული პროფესორი-5 (ხუთი) საშტატო ერთეული, ასისტენტ-პროფესორი – 9 (ცხრა) საშტატო ერთეული, ასისტენტი – 2 (ორი) საშტატო ერთეული

მიმართულებები

  • ზოგადი ქირურგია
  • კარდიო ქირურგია
  • ანგიო ქირურგია
  • შინაგანი სნეულებები
  • ნევროლოგია
  • ფსიქიატრია
  • კარდიოლოგია
  • პულმონოლოგია
  • გასტროენტეროლოგია
  • ანესთეზიოლოგიადარეანიმაცია
  • საოჯახომედიცინა
  • ინფექციურიდაავადებები
  • დერმატოლოგია
  • ოფთალმოლოგია
  • ოტორინოლარინგოლოგია
  • ტრავმატოლოგიადაორთოპედია
  • უროლოგია
  • ონკოლოგია
  • გადაუდებელიმედიცინა
  1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატის მიერ ელექტრონულად წარმოსადგენ დოკუმენტაციად განისაზღვროს:
  • პირადი განცხადება (ბრძანების დანართი N1);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • CV (რეზიუმე), სადაც მითითებული იქნება გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი;
  • შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სპეციალობის სერტიფიკატი (კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში);
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი;
  • სსიპ – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობები ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ’’ და „უფლების ჩამორთმევის შესახებ“ ;
  • ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც კანდიდატის აზრით საუკეთესოდ წარმოაჩენს მის კვლევით უნარებს.

 

  1. კონკურსში მონაწილე კანდიდატთა პირადი მონაცემების შეფასება მოხდეს უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით შექმნილი საკონკურსო კომისიის მიერ.  გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში იქნას მიღებული შემდეგი ძირითადი კრიტერიუმები:

 

ა) პროფესორი

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს:
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 (ექვსი) წლის გამოცდილება;
  • კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში – დამატებით სპეციალობის სერტიფიკატი და სულ მცირე ბოლო 9 (ცხრა) წელი კლინიკური გამოცდილება.
  • სამეცნიერო პუბლიკაციების რაოდენობა და ხარისხი (განსაკუთრებით ბოლო 5 წლის განმავლობაში.

 

ბ) ასოცირებული პროფესორი

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
  • კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში – დამატებით სპეციალობის სერტიფიკატი და სულ მცირე ბოლო 5 წელი კლინიკური გამოცდილება;
  • სამეცნიერო პუბლიკაციების რაოდენობა და ხარისხი (განსაკუთრებით ბოლო 5 წლის განმავლობაში).

 

გ) ასისტენტ-პროფესორი

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში – დამატებით სპეციალობის სერტიფიკატი და სულ მცირე ბოლო 3 წელი კლინიკური გამოცდილება;
  • სამეცნიერო პუბლიკაციების რაოდენობა და ხარისხი (განსაკუთრებით ბოლო 5 წლის განმავლობაში)

 

დ) ასისტენტი

შესაბამისი მიმართულების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი.

 

დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების სულ მცირე 3 წლის გამოცდილება

ან

  • საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის განხორციელება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში

ან

 

  • საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში

ან

  • ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულება (დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტით); ან ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი მინიმუმ B2 დონის (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.).

 

  1. კონკურსი უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.
  2. საკონკურსო განცხადება გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე www.unilevel.ge და www.jobs.ge-ზე.
  3. საკონკურსო განცხადებების მიღება მოხდეს 2026 წლის 26 ივნისიდან 30 ივნისისს ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: info@unilevel.ge, hr@unilevel.ge .
  4. კონკურსის ეტაპები:
  • პირველი ეტაპი – საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტთა დოკუმენტაციის პირველადი შეფასება, 2026 წლის 1-2 ივლისის;
  • მეორე ეტაპი – დოკუმენტაციის შედეგად შერჩეულ კონკურსანტებთან გასაუბრება, 2026 წლის 3-6 ივლისი;
  • მესამე ეტაპი – საჩვენებელი ლექცია–პრეზენტაცია, 2026 წლის 7– 10 ივლისი;
  • მეოთხე ეტაპი – პირველადი გადაწყვეტილების მიღება, 2026 წლის 13-14 ივლისი;
  • მეხუთე ეტაპი- გასაჩივრების ვადა, 2026 წლის 15-16 ივლისი;
  • მეექვსე ეტაპი- საჩივრების განხილვა, 17 ივლისი;
  • მეშვიდე ეტაპი- საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, 20 ივლისი.
  1. კონკურსის შედეგები გამოცხადდეს 2026 წლის 21 ივლისს, უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე www.unilevel.ge .
  2. კონკურსანტის მიერ გამოგზავნილი საკონკურსო დოკუმენტები დამუშავდეს ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესის დაცვით, მხოლოდ წინამდებარე ბრძანებიდან გამომდინარე მიზნობრიობით.
  3. დაევალოს უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ამ ბრძანებისა და საკონკურსო განცხადების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
  4. დაევალოს უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს საკონკურსო განცხადების ვებგვერდზე – www.jobs.ge განთავსება
  5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
  6. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცემიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

 

 

რექტორი

 

გოჩა ჩუტკერაშვილი