May 25, 2026
რექტორის ბრძანება № 01-11
ქ. თბილისი 2026 წლის 25 მაისი
შპს უნივერსიტეტი უნილეველის მედიცინის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებელად ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის, 35-ე მუხლის 1-5 პუნქტების, შპს ,,უნივერსიტეტი უნილეველის წესდების“ მე-10 პუნქტის, „შპს უნივერსიტეტი უნილეველის დებულების“, ,,შპს უნივერსიტეტი უნილეველის აფილირებული აკადემიური პერსონალის შერჩევის, დატვირთვის და ანაზღაურების წესისა” და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის N 002-008 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე
ვბრძანებ:
- გამოცხადდეს ღია კონკურსი 2026 წლის 25 მაისს, შპს უნივერისტეტი უნილეველის (შემდგომში – უნივერსიტეტი) მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე აკადემიური თანამდებობების დაკავების მიზნით, 23 (ოცდასამ) საშტატო ერთეულზე, ქვემოთ მითითებული მონაცემების შესაბამისად:
ა) საბაზისო სამედიცინო დისციპლინები: ასოცირებული პროფესორი-2 (ორი) საშტატო ერთეული, ასისტენტ-პროფესორი – 2 (ორი) საშტატო ერთეული
მიმართულებები
- ანატომია
- ფიზიოლოგია
- ჰისტოლოგია/ემბრიოლოგია
- სამედიცინოფიზიკა/ბიოფიზიკა
ბ) პრეკლინიკური დისციპლინები: ასისტენტ-პროფესორი – 2 (ორი) საშტატო ერთეული
მიმართულებები
- მიკრობიოლოგია
- იმუნოლოგია
- კლინიკურიუნარები
გ) კლინიკური დისციპლინები:
გ.ა) პროფესორი – 1 (ერთი) საშტატო ერთეული
მიმართულებები
- ქირურგია (ზოგადი ქირურგია)
- პედიატრია
გ.ბ) ასოცირებული პროფესორი-5 (ხუთი) საშტატო ერთეული, ასისტენტ-პროფესორი – 9 (ცხრა) საშტატო ერთეული, ასისტენტი – 2 (ორი) საშტატო ერთეული
მიმართულებები
- ზოგადი ქირურგია
- კარდიო ქირურგია
- ანგიო ქირურგია
- შინაგანი სნეულებები
- ნევროლოგია
- ფსიქიატრია
- კარდიოლოგია
- პულმონოლოგია
- გასტროენტეროლოგია
- ანესთეზიოლოგიადარეანიმაცია
- საოჯახომედიცინა
- ინფექციურიდაავადებები
- დერმატოლოგია
- ოფთალმოლოგია
- ოტორინოლარინგოლოგია
- ტრავმატოლოგიადაორთოპედია
- უროლოგია
- ონკოლოგია
- გადაუდებელიმედიცინა
- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატის მიერ ელექტრონულად წარმოსადგენ დოკუმენტაციად განისაზღვროს:
- პირადი განცხადება (ბრძანების დანართი N1);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- CV (რეზიუმე), სადაც მითითებული იქნება გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი;
- შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- სპეციალობის სერტიფიკატი (კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში);
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი;
- სსიპ – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობები ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ’’ და „უფლების ჩამორთმევის შესახებ“ ;
- ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც კანდიდატის აზრით საუკეთესოდ წარმოაჩენს მის კვლევით უნარებს.
- კონკურსში მონაწილე კანდიდატთა პირადი მონაცემების შეფასება მოხდეს უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით შექმნილი საკონკურსო კომისიის მიერ. გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში იქნას მიღებული შემდეგი ძირითადი კრიტერიუმები:
ა) პროფესორი
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს:
- სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 (ექვსი) წლის გამოცდილება;
- კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში – დამატებით სპეციალობის სერტიფიკატი და სულ მცირე ბოლო 9 (ცხრა) წელი კლინიკური გამოცდილება.
- სამეცნიერო პუბლიკაციების რაოდენობა და ხარისხი (განსაკუთრებით ბოლო 5 წლის განმავლობაში.
ბ) ასოცირებული პროფესორი
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
- კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში – დამატებით სპეციალობის სერტიფიკატი და სულ მცირე ბოლო 5 წელი კლინიკური გამოცდილება;
- სამეცნიერო პუბლიკაციების რაოდენობა და ხარისხი (განსაკუთრებით ბოლო 5 წლის განმავლობაში).
გ) ასისტენტ-პროფესორი
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში – დამატებით სპეციალობის სერტიფიკატი და სულ მცირე ბოლო 3 წელი კლინიკური გამოცდილება;
- სამეცნიერო პუბლიკაციების რაოდენობა და ხარისხი (განსაკუთრებით ბოლო 5 წლის განმავლობაში)
დ) ასისტენტი
შესაბამისი მიმართულების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი.
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების სულ მცირე 3 წლის გამოცდილება
ან
- საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის განხორციელება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში
ან
- საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში
ან
- ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულება (დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტით); ან ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი მინიმუმ B2 დონის (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.).
- კონკურსი უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.
- საკონკურსო განცხადება გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე www.unilevel.ge და www.jobs.ge-ზე.
- საკონკურსო განცხადებების მიღება მოხდეს 2026 წლის 26 ივნისიდან 30 ივნისისს ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: info@unilevel.ge, hr@unilevel.ge .
- კონკურსის ეტაპები:
- პირველი ეტაპი – საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტთა დოკუმენტაციის პირველადი შეფასება, 2026 წლის 1-2 ივლისის;
- მეორე ეტაპი – დოკუმენტაციის შედეგად შერჩეულ კონკურსანტებთან გასაუბრება, 2026 წლის 3-6 ივლისი;
- მესამე ეტაპი – საჩვენებელი ლექცია–პრეზენტაცია, 2026 წლის 7– 10 ივლისი;
- მეოთხე ეტაპი – პირველადი გადაწყვეტილების მიღება, 2026 წლის 13-14 ივლისი;
- მეხუთე ეტაპი- გასაჩივრების ვადა, 2026 წლის 15-16 ივლისი;
- მეექვსე ეტაპი- საჩივრების განხილვა, 17 ივლისი;
- მეშვიდე ეტაპი- საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, 20 ივლისი.
- კონკურსის შედეგები გამოცხადდეს 2026 წლის 21 ივლისს, უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე www.unilevel.ge .
- კონკურსანტის მიერ გამოგზავნილი საკონკურსო დოკუმენტები დამუშავდეს ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესის დაცვით, მხოლოდ წინამდებარე ბრძანებიდან გამომდინარე მიზნობრიობით.
- დაევალოს უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ამ ბრძანებისა და საკონკურსო განცხადების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
- დაევალოს უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს საკონკურსო განცხადების ვებგვერდზე – www.jobs.ge განთავსება
- ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
- ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცემიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
რექტორი
გოჩა ჩუტკერაშვილი