May 25, 2026

ბრძანება № 01-7

2026 წლის 25 მაისი
ქ. თბილისი

შპს ,,უნივერსიტეტი უნილეველი”-ს მედიცინის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებელად ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის, 35-ე მუხლის პირველი-მე-5 პუნქტების, შპს ,,უნივერსიტეტი უნილეველის წესდების“ მე-11 პუნქტის, „შპს უნივერსიტეტი უნილეველის დებულების“ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის, შპს ,,უნივერსიტეტი უნილეველი”-ს აფილირებული აკადემიური პერსონალის შერჩევის, დატვირთვის და ანაზღაურების წესის” მე-6 მუხლის, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2026 წლის 19 მაისის N 06/2026 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,

ვბრძანებ:

გამოცხადდეს ღია კონკურსი შპს ,,უნივერისტეტი უნილეველი”-ს (შემდგომში – უნივერსიტეტი) მედიცინის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დაკავების მიზნით 5 (ხუთი) საშტატო ერთეულზე, ქვემოთ მითითებული მონაცემების შესაბამისად:

  • ა) ინგლისური ფილოლოგია – პროფესორი – 1 (ერთი) საშტატო ერთეული;
  • ბ) ქართული ფილოლოგია – ასოცირებული პროფესორი – 1 (ერთი) საშტატო ერთეული;
  • გ) სოციოლოგია – ასოცირებული პროფესორი – 1 (ერთი) საშტატო ერთეული;
  • დ) ფსიქოლოგია – ასოცირებული პროფესორი – 1 (ერთი) საშტატო ერთეული;
  • ე) ჯანდაცვის მენეჯმენტი – ასისტენტი – 1 (ერთი) საშტატო ერთეული.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატის მიერ ელექტრონულად წარმოსადგენ დოკუმენტაციად განისაზღვროს:

  • პირადი განცხადება (ბრძანების დანართი N1);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • CV (რეზიუმე) ქართულ და ინგლისურ ენებზე, სადაც მითითებული იქნება გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი;
  • შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სსიპ – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობები ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ’’ და „უფლების ჩამორთმევის შესახებ“;
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
  • ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც კანდიდატის აზრით საუკეთესოდ წარმოაჩენს მის კვლევით უნარებს;
  • ცნობა სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის შესახებ.

კონკურსში მონაწილე კანდიდატთა პირადი მონაცემების შეფასება მოხდეს უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით შექმნილი საკონკურსო კომისიის მიერ. გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში იქნას მიღებული შემდეგი ძირითადი კრიტერიუმები:

ა) პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 (ექვსი) წლის გამოცდილება;
  • კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში – დამატებით სპეციალობის სერტიფიკატი და სულ მცირე ბოლო 9 (ცხრა) წელი კლინიკური გამოცდილება;
  • სამეცნიერო პუბლიკაციების რაოდენობა და ხარისხი (ბოლო 5 წლის განმავლობაში).

ბ) ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის გამოცდილება;
  • კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში – დამატებით სპეციალობის სერტიფიკატი და სულ მცირე ბოლო 5 (ხუთი) წელი კლინიკური გამოცდილება;
  • სამეცნიერო პუბლიკაციების რაოდენობა და ხარისხი (ბოლო 5 წლის განმავლობაში).

გ) ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში – დამატებით სპეციალობის სერტიფიკატი და სულ მცირე ბოლო 3 (სამი) წელი კლინიკური გამოცდილება;
  • სამეცნიერო პუბლიკაციების რაოდენობა და ხარისხი (ბოლო 5 წლის განმავლობაში).

დ) ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • შესაბამისი მიმართულების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი.

დამატებითი მოთხოვნები: ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე) ჩაითვლება პრიორიტეტად.

კონკურსი უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.

საკონკურსო განცხადება გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე www.unilevel.ge და www.jobs.ge-ზე.

საკონკურსო განცხადებების მიღება მოხდეს 2026 წლის 26 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: info@unilevel.ge, hr@unilevel.ge.

კონკურსის ეტაპები:

  • პირველი ეტაპი – საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტთა დოკუმენტაციის პირველადი შეფასება: 2026 წლის 1-2 ივლისი;
  • მეორე ეტაპი – დოკუმენტაციის შედეგად შერჩეულ კონკურსანტებთან გასაუბრება: 2026 წლის 3-6 ივლისი;
  • მესამე ეტაპი – საჩვენებელი ლექცია–პრეზენტაცია: 2026 წლის 7–10 ივლისი;
  • მეოთხე ეტაპი – საბოლოო გადაწყვეტილების მიღება: 2026 წლის 20 ივლისი.

კონკურსის შედეგები გამოცხადდეს 2026 წლის 21 ივლისს, უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე www.unilevel.ge.

კანდიდატი უფლებამოსილია გაასაჩივროს კონკურსის შედეგები უნივერსიტეტის რექტორის მიერ შექმნილ სააპელაციო საბჭოში, ამ ბრძანების მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გასაჩივრების პერიოდში, info@unilevel.ge წერილობითი ფორმით საჩივრის წარმოდგენის გზით.

კონკურსანტის მიერ გამოგზავნილი საკონკურსო დოკუმენტები დამუშავდეს ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესის დაცვით, მხოლოდ წინამდებარე ბრძანებიდან გამომდინარე მიზნობრიობით.

დაევალოს უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ამ ბრძანებისა და საკონკურსო განცხადების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.

დაევალოს უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს საკონკურსო განცხადების ვებგვერდზე – www.jobs.ge განთავსება.

ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი
გოჩა ჩუტკერაშვილი