October 16, 2026
შპს „უნივერსიტეტი უნილეველის“ საზოგადოებას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და საამაყო სიახლე აქვს.„ნეიროქირურგიის II საერთაშორისო კონგრესის“ ფარგლებში ჩატარებული ოფიციალური არჩევნების შედეგად, უნივერსიტეტის რექტორი – მედიცინის აკადემიური დოქტორი (PhD), ევროპის ნეიროქირურგიული ასოციაციის წევრი და კლინიკა „ინოვას“ კლინიკური დირექტორი, ბატონი გოჩა ჩუტკერაშვილი – არჩეულ იქნა საქართველოს ნეიროქირურგიული საზოგადოების (GSNS) პრეზიდენტად.
ბატონი გოჩა ჩუტკერაშვილი ნეიროქირურგიის დარგის წამყვანი ექსპერტია, რომელსაც მრავალწლიანი წარმატებული საექიმო, სამეცნიერო და ორგანიზაციული გამოცდილება აქვს. იგი გახლავთ მრავალპროფილური ჰოსპიტალ „ინოვას“ თანადამფუძნებელი და კლინიკური დირექტორი.
საერთაშორისო კონგრესის ფარგლებში გამართულ არჩევნებში გამარჯვება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბატონი გოჩას მაღალ პროფესიულ ავტორიტეტსა და უდიდეს ღვაწლს სამედიცინო სფეროში.
საქართველოს ნეიროქირურგიული საზოგადოება (GSNS) მიზნად ისახავს:
- ქვეყანაში ნეიროქირურგიის დარგის შემდგომ გაძლიერებას;
- თანამედროვე, ინოვაციური სამკურნალო მეთოდების დანერგვას;
- ახალგაზრდა სპეციალისტების პროფესიულ მხარდაჭერას;
- საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას.
შპს „უნივერსიტეტი უნილეველი“ გულითადად ულოცავს ბატონ გოჩა ჩუტკერაშვილს ამ საპასუხისმგებლო და საპატიო თანამდებობის დაკავებას და უსურვებს შემდგომ დიდ პროფესიულ, სამეცნიერო და აკადემიურ მიღწევებს!
